საზოგადოება
რუსეთის პატრიარქი "ფუსი რაიოთის" შესახებ საუბრობს
2012-09-10 15:28:30
ჩამოტვირთვა
რუსეთის პატრიარქი ტელეკომპანია "ვესტის" ეთერში სკანდალური პანკ-ჯგუფის, "ფუსი რაიოთის" შესახებ საუბრობს.
პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი მაცხოვრის ტაძარში მომხდარ ინციდენტს უარყოფითად აფასებს.
პატრიარქმა საზოგადოების იმ მოსაზრებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მჭიდრო კავშირშია რუსულ ხელისუფლებასთან და მასთან ბევრ საკითხში თანამშრომლობს.
პატრიარქი კირილის თქმით, ხმები ამის შესახებ მითია და მათი მიზანი მხოლოდ რუსული ეკლესიის ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენებაა.
კომენტარები