0 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აბიტურიენტებს ხელახალი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემათ

ჩამოტვირთვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებით, იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ოთხ გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, საშუალება მიეცემათ ხელახალი არჩევანი გააკეთონ და უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ.აღნიშნული განცხადება დეკანოიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მინისტრის განცხადებით, იმ კატეგორიის აბიტურიენტებისთვის, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, ონლაინ რეგისტრაცია 11 სექტემბრიდან დაიწყება და 14 სექტემბრამდე გასტანს. დეტალური ინფორმაცია კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები