საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი „თბილღვინოს“ ქარხანაში
2012-09-06 17:04:03
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში „თბილღვინოს“ ქარხანას გვიან ღამითაც ესტუმრა, რათა ყურძნის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობა ღამის საათებშიც ენახა. მიხეილ სააკაშვილი მევენახეებსაც გაესაუბრა და ის დრო გაიხსენა, როდესაც ხალხი ღამით რიგს იკავებდა, რათა დილით ჩაებარებინა მოსავალი. ახლა, მისი თქმით, სრულიად განსხვავებული ვითარებაა და სახელმწიფოც და კერძო სექტორიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხს ამ მხრივ მაინც არ შეექმნას პრობლემა და რიგები აიცილოს თავიდან.
ქარხანა „თბილღვინო“ 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ყურძნის ჩაბარება მსურველებს ღამის საათებშიც შეუძლიათ.
კომენტარები