საზოგადოება
დიმიტრი შაშკინი ავღანეთში იმყოფებოდა
2012-09-04 12:46:35
ჩამოტვირთვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად ავღანეთში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ ჰელმანდის პროვინციაში ბაზა "შუკვანზე" ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური სარდლობის მეთაურს გენერალ-მაიორ გურგანუსს და ოპერატიული შენაერთის მეთაურს გენერალ-მაიორ ბერგერს შეხვდნენ და მისიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. ისინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობაა.
კომენტარები