0 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Maroon 5-ის პროდიუსერი „საქართველოს ბანკს“ უჩივლებს

ჩამოტვირთვა

“საქართველოს ბანკს” მსოფლიოში მეგაპოპულარულ ჯგუფ Maroon 5-ის საპროდიუსერო კომპანია ქართულ სასამართლოში უჩივლებს. პროდიუსერების აზრით, “საქართველოს ბანკმა” მათი სავტორო უფლება დაარღვია, როცა მისი ჰიტი “Moves Like Jagger” უნებართვოდ საკუთარ სარეკლამო კლიპში გამოიყენა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” Maroon 5-ის გენერალურმა პროდუსერმა მაკს მარტინმა განუცხადა, რომელმაც „ექსპრესნიუსის“ კითხვებს მეილითა და სოციალური ქსელით უპასუხა. მისი თქმით, საავტორო უფლების დარღვევის შესახებ პირეველად შეიტყო. პროდიუსერმა განაცხადა, რომ კონსულტაციებს გაივლის ამერიკელ იურისტებთანაც. მარტინმა აღნიშნა, რომ მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უხდება საავტორო უფლებების დარღვევის წინაამდეგ ბრძოლა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკმა გადაიღო სარეკლამო კლიპი, სადაც გამოყენებულია ჯგუფის ჰიტი “Moves Llike Jagger”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები