საზოგადოება
ვლადიმერ ხვედელიძე - დივერსანტებთან ბრძოლაში დაღუპული ექიმი
2012-08-31 12:10:03
ჩამოტვირთვა
ხვედელიძეების ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამხედრო ექიმი, კაპრალი, 34 წლის ვლადიმერ მურადის ძე ხვედელიძე დაიღუპა, გმირი, რომელმაც სამშობლოს თავი შესწირა.
ოჯახის წევრები და ნათესავები ამბობენ, რომ მათ ერთადერთი იმედი გამოეცალათ ხელიდან, ადამიანი, რომელიც მუდამ სხვებზე ზრუნავდა, იყო მოსიყვარულე მამა და მეუღლე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი.
ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრებისთვის ვლადიმერ ხვედელიძე მოუნელებელი ტკივილია, ტკივილი რომელიც ვერასოდეს მოშუშდება.
საქართველო-რუსეთის საზღვართან ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ქართველი სპეცრაზმელი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან შს სამინისტროს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი. ადამიანები, რომელთა სახელები საუკუნოდ ჩაიწერება ქართველ გმირთა სახელებს შორის, ისინი ხომ საკუთარი ქვეყნისთვის დაცემული გმირები არიან.
კომენტარები