0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შეყვარებულების საიდუმლოებით მოცული მკვლელობა

ჩამოტვირთვა

14 ივნისს ფონიჭალის სადგურთან მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს დაჭრილი 17 წლის გოგონა - თიკო ჩიხრაძე ორთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ფონიჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეყვარებულმა ესროლა, რის შემდეგაც 21 წლის ზურაბ სხირტლაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თიკო ჩიხრაძე ამ ხნის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ყოფილმა შეყვარებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ჯერ გოგონა მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. მკვლელობის ადგილზე ნაპოვნია იარაღი, რომელიც გარდაცვლილ სხირტლაძეს ეკუთვნოდა. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთის მიხედვით, ბიჭმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ჯერ გოგოს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, თუმცა ამ ევრსიაში ეჭვის საფუძველს ის ფაქტი იძლევა, რომ ბიჭს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი: ერთი მუცელში და მეორე გულში. ამის გამო განიხილება კიდევ ორი ვერსია: ან გოგომ ისროლა და შემდეგ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, ან საქმეში ფიგურირებს მესამე პირი. დაღუპული ბიჭის მამა ამბობს, რომ გარდაცვლილ ზურაბ ხირტლაძეს, თიკო ჩიხრაძე ძალიან უყვარდა, გოგონას მშობლები კი სიყვარულს უკრძალავდნენ, ამიტომაც მათ ამ სიყვარულს შესწირეს თავი. 17 წლის თიკო ჩიხრაძეს ხვალ 30 აგვისტოს დაკრძალავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები