საზოგადოება
ჯიმ მორისონი-მასში ნაადრევი სიკვდილი ბინადრობდა
2012-08-24 22:15:50
ჩამოტვირთვა
“მარადისობამ,
უდაბნოდან ჩამოიტანა,
მწვანე კანაფის,
იდუმალი ლურჯი სინათლე“.
ეს სიტყვები ირაკლი ჩარკვიანმა ერთ ადამიანს მიუძღვნა, იმ ერთს კი სიცოცხლეში წინასწარმეტყველს, ან კიდევ მესიასაც ეძახდნენ, ზოგიერთებისთვის იგი სიკვდილის შემდეგაც ღმერთად დარჩა, ზოგიერთებისთვი კი არანორმალურ ნარკომანად და სექსუალურ მანიაკად…სწორედ ამ სიტყვებით იწყება ამ ადამიანის ავტობიოგრაფიაც...
41 წლის წინ, 1971 წლის 3 ივლისს 27 წლის ასაკში ეს ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ეს 27 წელი მას ეყო იმისთვის, რომ სიცოცხლეშვე ქცეულიყო ლეგენდად.
„მე რეალური ვარ!
მე ადამიანი ვარ!
მაგრამ მე არა ვარ ჩვეულებრივი ადამიანი“...
დიახ ეს რეალური მაგრამ არა ჩვეულებრივი ჯიმ მორისონია....
ჯიმ მორისონმა და მისმა ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა, სახელად ”დოორს” დიდი გადატრიალება მოახდინა 60-70-იან წლების მსოფლიო როკ და კონტრ-კულტურაში!
შეიძლება ითქვას, რომ ცნობილი მომღერალი დაბადებიდანვე იყო განწირული გამხდარიყო ლეგენდა და საუკუნის გმირი. ამოუცნობი სიკვდილი 27 წლის ასაკში ეწვია, რაც მას იმ ნიჭიერ არტისტთა რიცხვში აქცევს, რომლებიც სიცოცხლეს იმდენად მწავავედ გრძნობდნენ, რომ არ ჰქონდათ გრძელი, ბედნიერი სიცოცხლის შანსი...
მისი ბიოგრაფია მოიცავს უსასრულო ისტორიას, სავსე საიდუმლოებებითა და ჭორებით - დაწყებული დაბადებიდან, დასრულებული ტრაგიკული, საიდუმლო წასვლით ამ ცხოვრებიდან. ბევრი სკეპტიკოსი სვავს კითხვას: "ნამდვილად კი გარდაიცვალა მორისონი მაშინ, პარიზში?"
და უამრავი თავგადაკლული ფანი დღესაც ვერ იჯერებს საკუთარი კუმირის სიკვდილს და ცრემლებით იცავენ სიმართლეს რომ მუსიკოსი კვლავ ცოცხალია.
„ტყუილად ამბობენ, ჯიმისნაირები არ კვდებიანო? არა ისინი უბრალოდ მიდიან, ჩუმად იხურავენ კარებს, წყნარად, რომ არავინ მიიტანოს ეჭვი. ისინი მიდიან უსასრულობაში, იქ სადაც დრო შეჩერებულია, იქ სადაც მათი ცხოვრება სავსეა ფიქრებით, იქ, სადაც გზა მხოლოდ მათ იციან.
ჯიმ მორისონი, ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციით 1971 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა. გასაოცარია, რომ ყველაფერი ისე ჩუმად და უცნაურად მოხდა, რომ მისი სიკვდილის ამბავმა ლოს-ანჟელესში მხოლოდ 3 დღის დაგვიანებით ჩააღწია. ჭორები დადიოდა, რომ ის მოკვდა ნარკოტიკის დიდი დოზის შედეგად, დაიღუპა ავტოკატასტროფაში, მოხვდა საგიჟეთში ან კიდევ ფეხის ამპუტაციის შედეგად გარდაიცვალა.
მას ჰქონდა თავშეუკავებელი, იმპულსური, ფეთქებადი ადამიანის რეპუტაცია. ხშირად ხდებოდა სკანდალურ ქრონიკებში. მუდმივი თემა იყო: მთვრალი, კაიფში, სხვისი ავტომობილის დამზიანებელი და საკუთარი მომავალი თვითმკვლელობის ღიად გამომცხადებელი.
ჯიმი თავადაც ამბობდა კიდეც, რომ მასში ნაადრევი სიკვდილი ბინადრობდა. ასეც აღმოჩნდა, მან ეს სამყარო მხოლოდ და მხოლოდ 27 წლის ასაკში მიატოვა.
დღესდღეისობით არსებობს თეორიები მორისონის უკანასკნელი წუთების შესახებ და ბევრი ეწინააღმდეგება კიდეც ერთმანეთს ამ თემასთან დაკავშირებით. ეფ-ბე-ერის სპეციალისტები ამ შემთხვევას
შეკვეთილ მკვლელობას მიაწერენ. ყველანაირი ფაქტი, რაც შეიძლებოდა გამოძიებისთვის გასაღები ყოფილიყო, რატომღაც დაკარგული და გამქრალია.
და კიდევ ერთი გამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ჯიმ მორისონის სიკვდილიდან 3 წლის შემდეგ, იმავე სახლში, მოულოდნელად გარდაიცვალა მისი მეგობარი პამელა კურსონი- ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჯიმის
სიკვდილის დროს მასთან იმყოფებოდა. ისიც ასევე 27 წლის იყო.
ჯ. მორრისონის გარდაცვალებით ამერიკის და მსოფლიო კულტურის ისტორიაში დაიხურა როკენროლის და ბიტ. პოეზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვერდი!
იგი დაკრძალულია ”პერლაშეზის” მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში, ისეთი კორიფეების გვერდით, როგორნიც იყვნენ: ბალზაკი, ვოლტერი, ბიზე, პოლ ვალერი და სხვანი…
კომენტარები