საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
2012-08-23 18:37:39
ჩამოტვირთვა
22 აგვისტოს 21:30 საათზე ახმეტის პოლიციის რაიონულ სამმართველოში რაიონის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება ორი პირის ბაჩანა ბულისკერიას და ვასილ დაბრუნდაშვილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. ამავდროულად პოლიციას საჩივრით მიმართა ახმეტის რაიონის მცხოვრებმა ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშვილმა. მათი განცხადებით მათ სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი და ოპერატორი ბაჩანა ბულისკერია მათ კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ. მათი თხოვნის მიუხედავად არ დატოვეს ტერიტორია რასაც მოყვა შელაპარაკება და ჩხუბი. სამედიცინო დათვალიერების შემდეგ პოლიციას ასევე მიმართა სტუდია GNS -ის გადამღებმა ჯგუფმა და მათ განაცხადეს რომ ფიზიკური დაზიანებები ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშილმა მიაყენეს . დაპირისპირების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
კომენტარები