მსოფლიო
ცნობილმა მსაჯმა მეუღლე ყავის ჭიქით მოკლა
2012-08-23 20:15:01
ჩამოტვირთვა
ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკელი ჩოგბურთის მსაჯი, 70 წლის ლოის გუდმანი, რომელიც ამერიკის ღია ჩემპიონატებიდან კარგად ნაცნობი ფიგურაა, საკუთარი მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს. პოლიციამ ქალბატონი გუდმანი ნიუ-ორკის სასტუმროში დააკავა, სადაც ის ამერიკის 2012 წლის ღია ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადებოდა. პოლიციის თქმით, თუ მსაჯის დანაშაული დადგინდა მას სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობა ელის.
ქალბატონს ბრალად ედება 80 წლის მეუღლის, ალან გუდმანის ყავის ჭიქით მოკვლა. მსაჯმა მეუღლეს ყავის ჭიქით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ სახლში დაბრუნებულს ქმარი გარდაცვლილი დახვდა, სავარაუდოდ გულის შეტევით. ალიბისთვის კი თქვა, რომ ამ დროს მატჩზე მსაჯად მუშაობდა.
პოლიციამ ცნობილი მსაჯის სახლში გატეხილი ყავის ჭიქა აღმოაჩინა. გვამის დათვალიერების შედეგად გარდაცვლილის თავზე და სხეულზე სწორედ ამ ჭიქის კვალი აღმოაჩინა.
კომენტარები