მსოფლიო
უმა თურმანი ბათუმში
2012-08-23 14:07:17
ჩამოტვირთვა
ცნობილი რუსული ჯგუფის "უმათურმანის" კონცერტი ბათუმში - კომპლექს "მაგნოლიაში" წარმოდგენა დაგეგმილზე ნახევარი საათით მეტხანს, დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
საკონცერტო რეპერტუარში იყო როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე რამდენიმე ახალი სიმღერაც. საღამომ ოვაციების ფონზე ჩაიარა. ჯგუფის სოლისტებმა, მაყურებლის მოთხოვნით, დამატებით 5 სიმღერა შეასრულეს.
ეს იყო "უმათურმანის" პირველი კონცერტი საქართველოში, თუმცა ქართველი პუბლიკით კმაყოფილი ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდებიან.
კონცერტი სახალისო კონკურსით დასრულდა. იღბლიანმა მაყურებლებმა ბათუმიდან თბილისის მიმართულებით კომპანია "ფლაი ჯორჯიას" ავიაბილეთები მოიგეს.
კომენტარები