საზოგადოება
უცხოელების თვალით დანახული საქართველო
2012-08-17 13:15:39
ჩამოტვირთვა
„ქართველი - ეს არის თავით ფეხებამდე აბრეშუმისა თუ ხავერდის ტანისამოსში გახვეული მეჩვიდმეტე საუკუნის ცივილიზაცია, ეს არის ვენეცია, სიცილია, საბერძნეთი. ევროპაში წარმოდგენაც არ აქვთ კოლხეთის ხალხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს“
ასე ახასიათებდა საქართველოს ალექსანდრე დიუმა, რომელიც საქართველოში 60-იან წლებში, 1858 წლის დამლევს ჩამოვიდა. დიუმას უაღრესად საინტერესოდ აქვს აღწერილი საქართველოს დედაქალაქი. აღტაცებულია თბილისის აბანოთი.
შესანიშნავად აქვს გადმოცემული დიუმას თავისი შთაბეჭდილება კავკასიის და კერძოდ საქართველოს ბუნებაზე.
„ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან . მაღალი წრის ქალებს რაღაც თავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, რაც გხიბლავს. მე შემხვედრია მათ შორის მშვენიერი აღნაგობის ქალები, დიდებული იერით, საუცხოო სახითა და ტანით. გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა, რომ მაყურებლისაგან თითქოს ტრფობას ითხოვენ. აქვთ ჭეშმარიტად გამჭრიახი და მახვილი გონება, არიან თავაზიანები, ზრდილნი, დარბაისელნი და გულთბილნი, მაგრამ ამავე დროს ამაყნი, ქედმაღალნი, დაუნდობელნი და ულბობელნი“ -საქართველოს შესახებ ნათქვამი ეს სიტყვები ჟან შარდენს ეკუთვნის., რომელმაც მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო. ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავ ფაქტი და მოვლენა.
„თუ ვინმე ქართველებს სამსახურს გაუწევს, ყოველთვის მზად არიან სიკეთით გადაუხადონ სამაგიერო, რითაც კი ძალა შესწევთ, თანაც ამას აკეთებენ უფაქიზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ ძალიან კარგი ხალხია“ ასეთი დახასიათება მისცა უნგრელმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა მიხაი ზიჩმა ის საქართველოში 1881 წელს ჩამოვიდა, სადაც მოწინავე ქართველ ინტელიგენციის თხოვნით „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე იმუშავა. სულ შექმნა 30 სურათი საიდანაც კომისიამ 27 შეარჩია. აღნიშნული ნამუშევრები მხატვარმა ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა.
„ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე“ ასე კი ქართველებს მოგზაური მარკო პოლო ახასიათებს.
კომენტარები