საზოგადოება
უნიკალური აღმოჩენა კახეთში
2012-08-17 16:10:44
ჩამოტვირთვა
აღმოჩენა კახეთში. არქეოლოგებმა ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაქალაქარსა და სამონასტრო კომპლექსს მიაგნეს.
სპეციალისტების განცხადებით, მდინარე დურუჯის მოპირდაპირე მხარეს, ნანგრევები ტყეში მეხუთე საუკუნემდე პერიოდს მიეკუთვნება და თავისი მასშტაბით ბოლნისის სიონსაც აღემატება.
ტაძარი ხუთი წყვილი სვეტით არის გაყოფილი, მისი ბაზილიკა კი სამნავიანია. საკურთხეველში ქვა-ყუთის ტიპის სამარხებია აღმოჩენილი, რომელიც აქეოლოგების თქმით, სავარაუდოდ, სასულიერო პირებს ეკუთვნის.
გათხრებში მონაწილეთა შეფასებით, საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.
გათხრებს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებენ.
კომენტარები