0 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მოსულიშვილი ქრისტეფორე - იტალიის ეროვნული გმირი

ჩამოტვირთვა

1943 წელი, საბჭოთა ტყვეები პოლონეთიდან საფრანგეთში გადაიყვანეს. ერთ-ერთი შემოვლისას სიმკაცრით განთქმულ კომენდანტს თვალსი მოხვდა ახოვანი ვაჟკაცის წვერულვაშიანი სახე. კომენდატი ტყვეს მიუახლოვდა და დაჩოქება უბრძანა. გულადმა ვაჟკაცი კი კიდევ უფრო გაიმართა წელში და თვალი თვალში გაუყარა. კომენდატმა ერთხანს უყურა მას, მერე მათრახი მოიმარჯვა და გადაუჭირა. ტყვე არც შერხეულა, მოულოდნელად მოუქნია მკლავი და სახეში გაარტყა, კომენდატი მოცელილივით დავარდა მიწაზე. მისი დაცვა და ტყვებიი გაოგნებისგან გაშეშდნენ. კომენდატი ძლივს წამოდგა, ყურიდან და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, ჯარისკაცებს ანიშნა უკან დაიხიეთო, შეტრიალდა და წავიდა. ტყვეობაში მყოფი ვაჟკაცი კი ისევ ისე ამაყად იდგა. ეს გულადი ვაჟკაცი ქართველი ჯარისკაცი ქრისტეფორე მოსულიშვილი გახლდათ. ის ქართველი იყო, მაგრამ გმირის წოდება საზღვარგარეთ მიანიჭეს. ქრსტეფორე მოსულიშვილი იტალიის ეროვნული გმირი, საბჭოთა კავშირის გმირი, იტალიური რეზისტენცას წევრი, „მხედრული მამაცობისთვის“ იტალიის რესპუბლიკის ოქროს მედლის კავალერი გახლდათ. მისი სამხედრო კარიერა 1939 წელს წითელ არმიაში გაწვევით დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის წინ სამხედრო სამსახურს ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში გადიოდა. რთ-ერთ ბრძოლაში ფორე დაიჭრა და უგონოდ მყოფი გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. 1943 წლის დამლევს ტყვეთა ნაწილი პოლონეთიდან საფრანგეთში გადაიყვანეს, სადაც სასტიკ კომენდანტისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ჯარისკაცების თვალში ფორე უკვე გმირი იყო. 1944 წელს ტყვეთა ნაწილი და მათ შორის ქრისტეფორეც იტალიის ქალაქ სტრეზაში გადაიყვანეს. ერთ საღამოს გერმანელები დათვრნენ და დაცვაში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი დატოვეს. ამით ისარგებლეს ტყვეებმა და გაქცევა მოახერხეს. სოფელ ჯენეზიას ტყეში ფორეს რაზმი იტალიელ პარტიზანთა რაზმს შეუერთდა. პარიზანთა რიგებში გაერთიანების შემდეგ ფორე მოსულიშვილი მამაცი ბუნებისა და სამხედრო ნიჭის წყალობით მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ჯარისკაცი გახდა. ფორესთვის შიში უცხო გრძნობა იყო, გერმანელებს ცხივწინ აუფეთქა სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი, რის შემდეგაც გერმანელი ოფიცრის ფორმა გადაიცვა, თამამად შევიდა ქ. სტერზას ლუდხანაში. ერთ-ერთ ოფიცერს ჩუმად იარაღი დაადო ად ასე მიიყვანა პარტიზანთა ბანაკში. 44 წლის დელემბერში გერმანელება პარტიზანების განადგურება გადაწყვიტეს და ფართო მასშტბიანი შეტევა განახორციელეს. 1944 წლის 3 დეკემბერს სოფელ კოლონიის ბოლოს, რაზმი, რომელიც ქ.არონადან ბრუნდებოდა, გერმანელთა ალყაში აღმოჩნდა. 16 პარტიზანიდან 7 ქართველი იყო, მათ შორის ქრისტეფორე მოსულიშვილი. გააფრთებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ პარტიზანთა დიდი ნაწილი დაიჭრა და ვაზნებიც ილეოდა. გერმანელებმა მეთაურის დანებება მოითხოვეს და სხვებს სიცოცხლის შენარჩუნებას დაპირდნენ. „ერთმანეთს გადავხედეთ, ვერც რაზმის მეთაური ედო დელგატო და ვერცერთი ჩვენთაგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავდით. გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა. როცა ჩვენს დახოცვამდე, ალბათ წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა. გამოაღო და გერმანელებს შესძახა: „მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!“ და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ 16 კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე... “ - იხენებდა მოგვინებით ფორეს თანამებრძოლი. იტალიის მთავრობამ სათანადოდ დააფასა ფორე მოსულიშვილის თავგანწირვა და 1970 წლის 28 თებერვალს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯუზეპე სარაგატიმ ხელი მოაწერა დეკრეტს ფორე ნიკოლოზის ძე მოსულიშვილის სიკვდილის შემდგომ ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი ოქროს მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ დაჯილდოების შესახებ. 1990 წელს მიენიჭა სსსრკ-ის გმირის წოდებაც. მის სახელის ქუჩა არის იტალიაშიც და საქართველოშიც. 1979 წელს რ. თაბუკიშვილმა ფილმი „ალპური ვარსკვლავი“ გადაიღო, რომელიც მოსულიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები