0 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი გამომგონებელი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დახვრიტეს

ჩამოტვირთვა

არიან ადამიანები, რომელთა საქმე იმდენად დიდია, რომ მათ სახელებს შთამომავლობა არ ივიწყებს ასეთ ადამიანების რიცხვს ეკუთვნის გამომგონებელი, რევოლუციონერი, იარაღის კონსტრუქტორი და სამხედრო ინდუსტრიის ორგანიზატორი ვლადიმერ ივანეს ძე ბექაური. მის სახელს უამრავი გამოგონება უკავშირდება, რომელთა შორის აღსანიშნავია ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის შექმნა, ასევე აპარატურა საჰაერო-სადესანტო ოპერაციათა ტექნიკის უზრუნველოყოფისათვის. დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიოტექნიკის დარგშიც, სადაც მისი პირადი ხელმძღვანელობით დამუშავდა არაერთი ორიგინალური კონსტრუქცია. დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით. ნიჭიერ გამომგონებელს მეამბოხე სული ჰქონდა, რის გამოც ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და თავისფლად ცხოვრების უფლება მისთვის არასოდეს მიუციათ ჯერ კიდევ 1905 წელს ხაშურის საორთქმავლო დეპოს რევოლუციურ გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობის გამო 23 წლის ვლადიმერ ბექაურს პოლიცია დევნიდა, 1907 წელს პოლიციის დევნისგან შეწუხებული ბექაური იძულებული გახდა საცხოვრებლად ციმბირში გადასახლებულიყო. ციმბრირში გატარებული რთული წლების შემდეგ ბექაური საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა, სადაც უმშვენიერესი შვედი გოგონა ლიდია ვალსტრემი გაიცნო, მასზე იქორწინა და რუსეთში სამუდამოდ დამკვიდრდა. პეტერბურგი მისთვის იღბლიანი ქალაქი აღმოჩნდა. ჰარმონიული პირადი ცხოვრების პარალელურად ვლადიმერ ბექაურმა კარიერაშიც დიდ წარმატებას მიაღწია. მენშევიკებისგან დევნილი ბექაური, ბოლშევიკებმა გულტბილად მიირეს, ქართველ მეცნიერი თვით ლენინის ნდობითაც კი სარგებლობდა. საბჭოთა ბელადმა ის „განსაკუთრებული ტექნიკური ბიუროს ხელმძღვანელად დანიშნა. გრაფიკა ჩვენ, განსაკუთრებული ტექნიკური ბიუროს თანამრობლებს, გვაოცებდა ვალიდემერ ივანეს ძე ბექაურის მჩქეფარე ენერგია, მისი უნარი - ეოივა უმთავრესი და მნიშვნელოვანი, ეთუზიაზმით აღეფრთოვანებინა თავისი იდეებით აღეგზნო თანამშრომლები“ - ასე ახასიათებდნენ ვლადიმერ ბექაურს „განსაკუთრებული ტექნიკური ბიუროს თანამსრომლები. ბიუროს სამუშაოთა თემატიკა ნაღმებისა და ტორპედოების წარმოებას, წყალქვეშა ცურვას, კავშირგაბმულობას, საპარაშუტო ტექნიკას და სხვა დარგებს ეხებოდა. ვლადიმერმა და მის „ტექნიკურ ბიურომ“ უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საბჭოთა კავშირის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნაში. თუმცა დადგა სისხლიანი 37 წელი, უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები, გადასახლებები და ათასობით სიკვდილმისჯილი ამ წელს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. საბჭოთა ხელისუფლების მტერთა ან უბრალოდ მოჩვენებით მტერთა ცამონათვალსი ქართველი გამომგონებლის სახელიც მოხვდა. მიუხედავად მისი თავდაუზოგავი შრომისა, პარტიისა და ხალხის ერთგულებისა, ადამიანს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საბჭოთ არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის უახლესი ტექნიკის შექმნაში. საბჭოთა ხელისუფლებამ მას გერმანიის ჯაშუშობა დააბრალა და დახვრეტა მიუსაჯა. 400-მდე გამოგონების ავტორი 1938 წლის 8 თებერვალს დახვრიტეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები