0 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ისე შეიყვარე თითქოს გული არასდროს უტკენიათ“

ჩამოტვირთვა

ნუ უცდი უნივერსიტეტის დამთავრებას, შეყვარებას, სამსახურის პოვნას, დაქორწინებას, შვილების ყოლას, მათ დაბინავებას, ზედმეტი ათი კილოს დაკლებას. ნუ უცდი პარასკევ საღამოს, ან კვირა დილას. ნუ უცდი როდის მოვა გაზაფხული,შემოდგომა, ზაფხული ან ზამთარი. ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს. ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება. ისე იმუშავე, თითქოს ფული სულ არ გჭირდება, ისე შეიყვარე თითქოს გული არასდროს უტკენიათ. ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს. კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცევიან. მაგრამ ის რაც უმთავრესია არ იცვლება, შენს ძალასა და აზროვენბას ასაკი არ გააჩნია. შენი სული ის ბუმბულია, რომელიც აბლაბუდებს არხევს, ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია, ყველა შედეგის უკან – ახალი მიზანი. ვიდრე ცოცხალი ხარ იცოცხლე. წინ წადი მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემი. ამ სიტყვების ავტორს ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე თვლიდნენ წმინდანად, მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღიარეს. აგნეს გონჯა ბოიაჯუ დედა ტერეზას ნამდვილი სახელი და გვარია. დაიბადა 1910 წლის 26 აგვისტოს მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ლაბანური კათოლიკის ოჯახში. 8 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. მისიონერთა ცხოვრებით გატაცებულმა აგნესმა 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, თავი რელიგიისთვის მიეძღვნა. 18 წლის იყო, როცა ჩაირიცხა ირლანდიურ კათოლიკურ ორდენში . ეს ორგანიზაცია მისიონერულ მოღვაწეობას ინდოეთში ეწეოდა. ამის შემდეგ მას დედა აღარ უნახავს. ორდენმა კალკუტაში ,,წმინდა მარიას ქალთა სკოლაში” გაგზავნა მასწავლებლად. 21 წლის იყო, როცა მონაზონი გახდა. სახელად ტერეზა აირჩია წმინდა ტერეზა ლიზიელის პატივსაცემად. ტერეზასთვის მთავარი მიზანი გაჭირვებული ადამიანების დახმარება იყო. მკურნალობდა ყველა ეროვნების, რასის და განსხვავებული სარწმუნოების ხალხს. მუშაობდა ჯურღმულებში. ასწავლიდა ღატაკ ბავშვებს და ავადმყოფებს მოსავლელად აკითხავდა. უვლიდა კეთროვანებსაც, რასაც იმ დროს ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი თუ გაბედავდა. დედა ტერეზამ საქმიანობა გააფართოვა. დააარსა ახალი თავშესაფრები შიდსით დაავადებილთათვის, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისთვის ობოლო ბავშვებისთვის. მიაჩნდა, რომ ყველაზე ღარიბი ის იყო, ვისაც პატრონი არ ჰყავდა და ვისაც არავინ იცნობდა. განსაკუთრებული სიმკაცრეს იჩენდა იმ ქალბატონების მიმართ, ვინც აბორტს იკეთებდა. ამბობდა: თუ თქვენ გაიგებთ, რომ რომელიმე ქალს არ სურს შეინარჩუნოს ბავშვი და გადაწყვეტს აბორტის გაიკეთოს, შეეცადეთ, რომ ჩვილი მე მომიყვანოთ. მე შევიყვარებ მას, დავინახავ რა თითოეულ მათგანში ნიშანს სიყვარულისას. დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის პრემია, რომელიც მან ,,ღატაკთა სახელით” მიიღო. ამ ადამიანებს მან ხომ მთელი სიცოცხლე შესწირა. გადაიღეს ავტობიოგრაფიული ფილმი. მისიონერი ქალბატონი 1997 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს კალკუტაში. 87 წლის მომაკვდავი დედა ტერეზასთვის უკითხავთ, ოდესმე ან უქმეებზ თუ დაგისვენოათო, რაზეც უპასუხია: ,,ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულია”. მსოფლიო პრესამ მას ,,თანამედროვე წმინდანი” უწოდა. 2003 წლის 19 ოქტომბერს რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ დედა ტერეზა ნეტარად შერაცხა. ზუსტად არვიცი როგორი იქნება სამოთხე,თუმცა ვიცი ის, რომ როდესაც იმქვეყნად წავალთ და ჩვენი განსჯის დრო დადგება ღმერთი არ გვკითხავს, თუ რამდენი კარგი საქმე გავაკეთეთ ამქვეყნად. იგი გვკითხავს, თუ რამდენი სიყვარული ჩავაქსოვეთ იმაში რასაც ვაკეთებდით. სიცოცხლე -შესაძლებლობაა, გამოიყენე იგი; სიცოცხლე-სილამაზეა,აღფრთოვანდი მისით; სიცოცხლე-ნეტარებაა, იგემე იგი; სიცოცხლე-გაოწვევაა, მიიღე იგი; სიცოცხლე-ვალია შენი ამქვეყნიური, აღასრულე იგი; სიცოცხლე-ბედისწერაა, თამამად შეები; სიცოცხლე-სიმდიდრეა, ნუ გაფლანგავ; სიცოცხლე-ქონებაა, გაუფრთხილდი; სიცოცხლე-სიყვარულის სასმისია, ბოლომდე შესვი; სიცოცხლე-საიდუმლოა, ბოლომდე შეიცანი იგი; სიცოცხლე-მორევია უბედურებატა, სძლიე ყოველი; სიცოცხლე-საგალობელია, დაასრულე იგი; სიცოცხლე-ბრძოლაა, გახდი მებრძოლი; სიცოცხლე-გამართლებაა, ნუ გაუშვებ ხელიდან; სიცოცხლე-ის მშვენიერია, არ მოაშთო; სიცოცხლე-შენი სიცოცხლეა, იბრძოლე მისთვის !

კომენტარები

მსგავსი სიახლეები