მსოფლიო
ფსიქოლოგებმა დაადგინეს როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს
2012-08-14 20:18:12
ჩამოტვირთვა
როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს? ეს ყველა ქალბატონისთვის მუდმივად აქტუალური თემაა. სწორედ ამიტომ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს. ხანგრძლივი დაკვირვების სემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებსაც სხეულის გამოკვეთილი ფორმები აქვთ. კვლევის შედეგების თანახმად მამაკაცები თვლიან რომ გამოკვეთილი სხეულის ფორმების მქონე ქალბატონებს ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარების უნარიც გააჩნიათ, რაც ნერვიული მამაკაცების არჩევანის მთავარი მიზეზია.
ხოლო რაც შეეხება ემოციურად გაწონასწორებულ მამაკაცებს, ისინი არჩევანს თხელ ქალბატონებზე აკეთებენ.
გარდა ამისა ფსიქოლოგების კვლევის თანახმად ზედმეტად მსუქანი და ზედმეტად გამხდარი ქალები არცერთი ტიპის მამაკაცს არ მოსწონს.
კომენტარები