მსოფლიო
პრემიერ-მინისტრი ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
2012-08-14 14:26:16
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ვანო მერაბიშვილმა ფერმერებს, ახალი ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში - მეტი სარგებელი ხალხს, საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
კომპანიის უმთავრეს ამოცანას, პრემიერის თქმით, ფერმერების მიერ მოწეული მოსავლის უკრაინაში ექსპორტი, ხოლო უკრაინიდან ევროპაში რეექსპორტს წარმოადგენს. ამისთვის უკრაინაში სპეციალური საწყობი მაცივრის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.
საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის სახელმწიფო კომპანია ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისგან პროდუქციის ჩაბარებას, დახარისხებას, დაფასოებას და საზღვარგარეთ უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსგავსი სახის გარანტიები აუცილებელია სოფლის მეურნეობის ბიზნესით დაკავებული ადამიანებისთვის რათა მათ მეტი მოსავლის მოყვანის სტიმული გაუჩნდეთ.
კომენტარები