საზოგადოება
ლეღვის ნახარშით დამწვრობის კიდევ ერთი შემთხვევა
2012-08-14 14:23:56
ჩამოტვირთვა
ლეღვის ნახარშით დამწვრობის კედევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 32 წლის გოგონა ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში კიდურების პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობით მოათავსეს.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტს გარუჯვის მიზნით კიდურებში ლეღვის ნახარში ჰქონდა შეზელილი, რამაც დამწვრობა გამოიწვია.
პაციენტს საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და მედიკოსების განცხადებით, ახლა ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები