0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

როდის დასრულდება თბილისში საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია

ჩამოტვირთვა

თბილისელი მძროლები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას დედაქალაქში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და ამ მიზეზით შექმნილი საცობების გამო, თუმცა სექტემბრიდან ყველაფერი შეიცვლება. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ გზების სარეკონსტრუქციო სამუშაოები სწორედ სექტემბერში დასრულდება, თბილისელები კი საცობებს სამუდამოდ დაემშვიდობებიან. კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედანზე ჩამოსასვლელი ესტაკადა, პანდუსი გალაქტიონის ხიდთან მარცხენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერეს კვანძზე ესტაკადები. ამ გრანდიოზული პროექტებს თბილისის მერია დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით ახორციელებს. ახალი პროექტის მიხედვით მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე პანდუსები ხიდები გვირაბები და ესტაკადები აშენდება. გვირაბი ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა და სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე შუქნიშნებიც გაუქმდება, რაც ავტომობილების უწყვეტ რეჟიმში გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ , მარჯვენა სანაპიროზე ყველა პრობლემური სატრანსპორტო კვანძი გაიხსნება. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძრვანელის თქმით, გმირთა მოედნიდან დირმის მიმართულებით მარჯვენა სანაპიროზე გადასვლა ახალი ესტაკადით მოხდება. ახალ ესტაკადაზევე მოხდება ორთაჭალის მხრიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი ნაკადის გადასვლა. ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით დაწყებული მშენებლობები წელს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები