მსოფლიო
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში
2012-08-13 14:30:50
ჩამოტვირთვა
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - ავარია მსხვერპლით დასრულდა.
აეროპორტის ტრასაზე მაღალი სისწრაფით მიმავალი "ნივის" მარკის ავტომობილი თავდაპირველად ქვეითად მიმავალს, ხოლო შემდეგ მის კუთვნილ სატვირთო მანქანას დაეჯახა.
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ 50 წლის აბრამ კოლიევი ადგილზე გარდაიცვალა.
მძიმედ დაშავდა "ნივაში" მჯდომი ორი ახალგაზრდა მამაკაციც. ისინი მძიმე ტრავმებით თელავის საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადებმა თბილისში გადმოიყვანეს. მათ ამ წუთებში პირველადი სამედიცინო მომსახურება უტარდებათ.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
კომენტარები