0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყველაზე ამოუცნობი მოვლენები მეცნიერების ისტორიაში

ჩამოტვირთვა

ნიუ საიენთისთმა მეცნიერების 5 ყველაზე რთულ ამოცანად მიჩნეული მოვლენა და ფაქტი გამოაქვეყნა. აღნიშნულ სიაში ყველა ის მოვლენაა შეტანილი რომელთა შესწავლაც მკვლევარება მრავალწლიანი კვლევის შემდეგაც კი ვერ მოახერხეს. ამოუცნობი მოვლენების სიაში პირველ ნომრად პლაცებოს ეფექტი მოხვდა. პლაცებოს ეფექტი ეწოდება მოვლენას როდესაც ადამიანი წამლის ნაცვლად შეცდომით სვამს რაიმე წამლის მსგავს ნივთიერებას და დაავადებისგან იკურნება. მედიცინის ისტორიაში ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, პაციენტი იღებს აბსოლიტურად უსარგებლო პრეპარატს და მხოლოდ რწმენით იკურნება. პლაცებოს ეფექტის კვლევას ყველაზე დიდი დრო პროფესორმა ფაბრიციო ბენედეტიმ დაუთმო. მან ჩაატარა ექსპერიმენტი რამდენიმე საავადმყოფოში, პაციენტებს რომლებიც ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს საჭიროებდნენ ბენედეტიმ მორფინის ნაცვლად სხვა არატკივილგამაყუჩებელი წამლის ნემსებს უკეთებდნენ და მათ ტკივილი მაინც უყუჩდებოდათ. ხანგრძლივი კვლევის შემდეგმეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პლაცებოს ეფექტი პირდაპირ კავშირშია ტვინთან. მათი განმარტებით ადამიანის ტვინს მის ორგანიზმზე გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა რა გზით ახდენს ტვინი სხვა ორგანოებზე ამ ტიპის გავლენას მეცნიერებმა ვერ დაადგინეს. სიცოცხლე მარსზე-ეს მეცნიერების ისტორიის მეორე ამოუცნობი მოვლენა გახლავთ. მეოცნებეებსა და ფანტაზიორებს სჯერათ რომ მარსზე სიცოცხლე დუღს, ტუმცა მეცნიერულად ამის დამტკიცება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მკვლევარები ამ საკითზე მას შემდეგ კამათობენ რაც 1976 წელს მარსზე ამერიკული აპარატურა სახელწოდებით ვიკინგი დასვეს. მეცნიერების კიდევ ერთი გამოცანა ე.წ. ბნელი მატერია გახლავთ. გალაქტიკის შესწავლისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიზიკის კანონების თანახმად ის იმდენად მსუბუქია რომ არსებული გალაქტიკების სისტემა დიდი ხნინს წინ უნდა გატეხილიყო. აღნისნული დასკვნის გამოტანის შემდეგ მკვლევარებმა დაუშვეს ჰიპოტეზა, იმის შესახებ, რომ სამყაროში არსებობს უხილავი შავი მატერია, რომელიც ბალანსს იცავს. ცნობილია, რომ შავი მატერია სამყაროს მასის 90%ს შეადგენს თუმცა რას წარმოადგენს სინამდვილეში შავი მატერია ეს არავინ იცის. მეათე პლანეტა მზის სისტემაში-მითი თუ რეალობა? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას დღემდე ცდილობენ. სწორედ ამიტომ მზის სისტემის მეათე პლანეტა მეცნიერების გამოცანათა ხუთეულსი მოხვდა. პლანეტა პლუტონის უკან მდებარეობს ამოუცნობი ასტეროიდი სედნა, რომლის წარმოშობის შესახებ მეცნიერებმა არაფერი იციან, ამიტომ რთულია სედნას პლანეტა უწოდონ. შეუძლებელია მეცნიერების ამოცანათა სიაში არ მოხვედრილიყო მშვილდოსნის თანავარსკვლავედიდან დედამიწაზე შემოსული რადიოსიგნალი. 1977 წლის 15 აგვისტოს აშშ-ს კოსმოსის რადიოსიგნალების დაფიქსირების მიზნით შექმნილი პროგრამის ასტრონომმა 37 წამიანი სიგნალი დააფიქსირა. რადიოსიგნალის სიხშირის დადგენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის დედამიწიდან 220 სინათლისწლის მანძილის მოშორებით მდებარე მშვილდოსნის თანავარსკვლავიდან მოდიოდა. მას შემდეგ თითქმის 40 წლი გავიდა მეცნიერები კი დღემდე ცდილობენ დაადგინონ რამდენად რეალური იყო წლების წინ დაფიქსირებული დაუჯერებელი რადიოსიგნალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები