0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-ქუთაისის მაგისტრალზე

ჩამოტვირთვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე. ავტოცისტერნა, რომელიც თხევადი აირით იყო სავსე, ჯებირს დაეჯახა, გადაბრუნდა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტომანქანის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი მსუბუქად დაშავდა. ავტომანქანიდან ცეცხლი ტყის მასივზეც გადავიდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო სამსახურის ჯგუფები. ცეცხლის ჩაქრობა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის გამოც დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები