0 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გორის დილა VS „ანორთოსისი“ - მატჩი არეულობით დასრულდა

ჩამოტვირთვა

კვიპროსში "გორის "დილასა" და ადგილობრივი "ანორთოსის" გუშინდელი შეხვედრა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა 3:0 მოიგეს, არეულობებით დასრულდა . შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე "ანორთოსისის" აღშფოთებულმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე არეულობა მოაწყვეს, ფეხბურთელებს საგნების სროლა დაუწყეს და მოედანზე გადავიდნენ. გულშემატკივართა მხრიდან წამოსული აგრესიის გამო, გორის "დილამ" მოედანი დატოვა. მოედნიდან გავიდნენ მასპინძელი ფეხუბრთელებიც. არეულობა ამის შემდეგაც გაგრძელდა, გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე ცეცხლი დაანთეს, დაამტვრეს მატჩის ტრანსლირებისთვის განკუთვნილი აპარატურა. შეხვედრის არბიტრებმა და უეფა-ს დელეგატმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. კვირპოსულ "ანორთოსის" უეფა-სგან დისკვალიფიკაცია და სოლიდური ჯარიმა ემუქრება.რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, გორელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და სამივე - შეხვედრის მეორე ნახევარში. პირველი და ბოლო ბურთი მათე ვაწაძემ გაიტანა, შუალედში კი - ლაშა სალუქვაძემ. პირველი თამაში გორის "დილას" წაგებული ჰქონდა - 0:1. ამრიგად, გორის "დილა" ევროპის ლიგის პლეი ოფშია, სადაც მისი მეტოქე წილისყრის შემდეგ გაიარკვევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები