მსოფლიო
აგვისტოს ომში დაღუპული ჟურნალისტები
2012-08-08 17:01:51
ჩამოტვირთვა
2008 წლის აგვისტო, რუსეთი თავს ესხმის საქართველოს, დაბომბილი ქართული მიწა და ტყვიების წვიმა.. ცხელი წერტილებიდან ქართულ და მსოფლიო საზოგადოებას ახალ ამბებს ათობით ჟურნალისტი აწვდიდა, თუმცა 3 მათგანისთვის ყველაზე ცხელი აგვისტოს დღეებში მომზადებული რეპორტაჟები უკნანასკნელი აღმოჩნდა
მათი სიცოცხლე 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე რუსეთის თავდასხმას ემსხვერპლა. კლიმჩუკი და ჩიხლაზე ცხინვალთან ახლოს, მანქანაში ჩაცხრილეს, გავრცელებული ინფორმაციით ოსური დაჯგუფების წევრებმა ისინი სიკვდილით ქართულად ნათქვამი გამარჯობის გამო დასაჯეს. ჰოლანდიელი სტანს ტორიმანსი კი ერთ-ერთი აფეთქებისას დაიღუპა. გარდა ამისა აგვისტოს ომში ფიზიკური დაიზიანებები 11 ჟურნალისტმა მიიღო.
აგვისტოს 5 დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე დაღუპული ჟურნალისტების ტრაგედია მსოფლიო მედიის ისტორიაში სიახლე არ ყოფილა, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1992-2011 წლებში საომარი მოქმედებების გაშუქებისას, მსოფლიო მასშტაბით, სულ 882 ჟურნალისტი დაიღუპა. მათ შორის, 58 ქალი იყო.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, მედიათანამშრომლებისთვის ყველაზე სისხლიანი 2009 წელი გახლდათ, როდესაც 12 თვის განმავლობაში სხვადასხვა ეროვნების 76 ჟურნალისტი დაიღუპა. ყველაზე სისხლიან ზონად კი ერაყის ტერიტორია მიიჩნევა, სადაც 1992-2011 წლებში სულ 151 ჟურნალისტი მოკლეს.
ჟურნალისტების დაცვის საერთაშორისო კომიტეტის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, მედიათანამშრომლებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად მიიჩნევა ერაყი, ალჟირი და რუსეთი. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ომი დიდი ხანია აღარ ყოფილა, პუტინის მმართველობის პერიოდში 1999 წლის 31 დეკემბრიდან 2008 წლის 7 მაისამდე რუსეთში 37 ჟურნალისტი მოკლეს.
კომენტარები