მსოფლიო
მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს
2012-08-08 15:46:44
ჩამოტვირთვა
ეს ადამიანები იმ მეომართა ოჯახის წევრები და ახლობლები არიან, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს გმირულად დაიღუპნენ. მაშინ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ოკუპაციიდან 4 წლის თავზე მუხადგვერდის სამხედრო სააფლაოზე ისინი კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს.
მათთან ერთად დღეს გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პირველმა ლედიმ სანდრა-ელისაბედ რულოვსმა, თავდაცვის მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ.
სამგლოვიარო მარშისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულების შემდეგ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სასულო ორკესტრის მიერ შესრულდა, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი მეომრების ხსოვნას.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა გმირთა მემორიალი აკურთხა. საქართველოს პირველი ლედი მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალულ მეომართა ოჯახის წევრებთან მივიდა და კიდევ ერთხელ თანადგომა გამოუცხადა ომში დაღუპული მეომრების მშობლებს, მეუღლეებსა და მათ შვილებს.
მოგვიანებით, სამღვდელოებამ მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული მეომრების სახელზე სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
კომენტარები