საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულებს პარაკლისი გადაუხადეს
2012-08-07 22:59:46
ჩამოტვირთვა
სამების საკათედრო ტაძარში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენიებელი პანაშვილი ჩატარდა. პანაშვიდი სამების ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა ლაზარემ გადაიხადა.
პანაშვიდს იმ მეომართა ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები ესწრებოდნენ, რომლებიც 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს დაიღუპნენ.
დღესვე საპატრიარქოს სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა მოსაგონებლად სპეციალური ხსოვნის საღამო შედგა. საღამოზე ქართველმა შემსრულებლებმა მერაბ სეფაშვილმა და მამუკა ჩარკვიანმა პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.
ახალგაზრდა პოეტებმა, ლექსო დორეულმა და ჯარჯი შუქიაურმა, საკუთარი ლექსები წაიკითხეს, რომელიც მათ ომში დაღუპულ გმირებს მიუძღვნეს.
კომენტარები