მსოფლიო
მინსკში, ბონდო შალიკიანი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს
2012-08-07 16:53:40
ჩამოტვირთვა
ყოფილი პარლამენტარის ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, მინსკში, ბონდო შალიკიანი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. როგორც გელბახიანი აცხადებს, მან ეს ინფორმაცია მინსკში გადაამოწმა, სადაც დაუდასტურეს, რომ შალიკიანი ქილერმა მოკლა.
შალიკიანი მეტ-ნაკლებად გავლენიან პერსონად ითვლებოდა იმერეთში. ის აკონტროლებდა ნავთობპროდუქტების ბიზნესს და მის მფლობელობაში იყო ტელეკომპანია „ქუთაისი“. ის სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის იმერეთის ექს-გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა არაერთხელ დაადანაშაულა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში.
2004 წლის მარტში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბონდო შალიკიანი სპეცოპერაციისას დააკავეს. პოლიციის მონაცემებით, ჩხრეკის დროს მის სახლში სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. სპეცოპერაციას მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.
კომენტარები