საზოგადოება
„ეს იქნება ფართომასშტაბიანი შეჭრა ბიძინა ივანიშვილის მოწოდებით“
2012-08-07 13:42:41
ჩამოტვირთვა
რუსმა ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა დიმიტრი შუშარინმა თავის ბლოგზე დაწერა, რომ პუტინმა საკუთარი ძალაუფლების გასამყრებლად შესაძლოა ომს მიმართოს. როგორც ბლოგერს მიაჩნია „ეს იქნება ფართომასშტაბიანი შეჭრა ბიძინა ივანიშვილის მოწოდებით - ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურების მიზნით“.
„საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან, მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ წყობას შეიძლება ვუწოდოთ დემოკრატიული. და ამიტომ, ის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს პუტინის რეჟიმისათვის. მსგავსი მაგალითები არ უნდა იყოს“ - წერს შუშარინი. როგორც ბლოგერი აცხადებს რუსეთის ოპოზიცია რომ არსებობდეს ომს მხარს აუცილებლად დაუჭერდა.
კომენტარები