მსოფლიო
ფილმის „მარტო სახლში“ მსახიობს 6 თვის სიცოცხლე დარჩა
2012-08-06 12:51:17
ჩამოტვირთვა
უცხოულ პრესაში სენსაციური რეპორტაჟი გამოქვეყნდა. ფილმ „მარტო სახლში“ მთავარი როლის შემსრულებელი მექოლი ქალკინი, რომელიც ნარკოტიკებს სისტემატიურად იღებდა და ნიუ იორკში განდგეგილივით ცხოვრობდა გასულ კვირას მოულოდნელად ნატალი პორტმანისა და ბენჯამინ მილეფიედის ქორწილში გამოჩნდა.
ცნობილი მსახიობის გარშემო ბოლო დროს ბევრი კითხვა გაჩნდა, მისი არასწორი ცხოვრება ჟურნალ-გაზეთების მთავარ თემად იქცა. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ქალკინი ჰეროინს სისტემატიურად იღებს, პირად ცხოვრებაშიც პრობლემები აქვს, როგორც გაირკვა, იგი მსახიობ მილა კუნისს დაშორდა. გამოცემის გარეკანზე ასევე აღნიშნულია, რომ მსახიობს მხოლოდ 6 თვის სიცოცხლე დარჩა.
კომენტარები