0 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში დღეიდან "ხსოვნის კვირეული" გაიმართება

ჩამოტვირთვა

საქართველოში დღეიდან 12 აგვისტოს ჩათვლით "ხსოვნის კვირეული" გაიმართება. "ხსოვნის კვირეულის" ფარგლებში, სოფიო ტორჩინავას ფილმის "ნელი მოქმედების ნაღმების" ჩვენება გაიმართება. ფილმში ქრონოლოგიურადაა ნაჩვენები საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ანექსიისა და შემდგომ 90-იან წლებისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. "ხსოვნის კვირეულში" "ყაყაჩოების აქციასთან" ერთად ორი მასშტაბური გამოფენა გაიმართება, კერძოდ, 6-დან 11 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას - "საქართველოს მოპარული ისტორია". დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებით საგამოფენო ცენტრში, გამოფენა - "საქართველოს მოპარული ისტორია" გაიხსნება. აღნიშნული გამოფენა გაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური მასალები, რომლებიც ასახავს საქართველოს რეალობას 1921 წლამდე. რაც შეეხება გამოფენის მეორე ნაწილს, ის დაეთმობა საქართველოს გასაბჭოების ამსახველ მასალას. გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საარქივო კინოკადრები, რომელიც საქართველოს გასაბჭოებამდეა გადაღებული. ასევე, გამოფენაზე მოხვდება "პრაიმ თაიმისა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მიერ ერთობლივად მომზადებული ჟურნალ "საარქივო მოამბის" სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც სრულიად საქართველოს გასაბჭოების თემას მიეძღვნება. ასევე 7 აგვისტოს, 17:00 საათზე, "თიბისი" გალერეაში გამოფენა "მშვიდობა" გაიხსნება. გამოფენაში მონაწილეობენ 2008 წლის რუსეთ-საქაველოს ომში დაღუპული გმირების შვილები, რომლებიც დამთვალიერებლებს თავიანთ ემოციურ განწყობას გაუზიარებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები