0 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეკა ბერიძის ვაჟმა ბარის თანამშრომელი დაჭრა

ჩამოტვირთვა

ჟურნალისტ ეკა ბერიძის შვილი ბექა ჯიბლაძე ამჟამად ძებნაში იმყოფება. მას ბრალად ადამიანის დაჭრა ედება. როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, შემთხვევა 2 აგვისტოს, გვიან ღამით ერთ-ერთი ბარში მოხდა. თანხის გადახდის დროს შელაპარაკების შედეგად, ჯიბლაძემ ბარის თანამშრომელს თავის არეში ცივი იარაღით, დანით, ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. შსს ინფორმაციით, მასზე ძებნაა გამოცხადებული, ხოლო ბრალი სსკ-ის 118, 108 და 239 მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წაყენებული. ამ დროისათვის დაკავებულია გასვიანი, რომელიც ინციდენტის დროს ბექა ჯიბლაძესთან ერთად იმყოფებოდა. გასვიანს ბრალი ხულიგნობის მუხლით აქვს წაყენებული. თავად ჯიბლაძეზე კი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას პოლიცია ეძებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები