0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზურა ტარყაშვილის მკვლელს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ჩამოტვირთვა

ზურა ტარყაშვილის მკვლელს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ ირაკლი აგლაძე დამნაშავედ სცნო და განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა. ირაკლი აგლაძე მკვლელობის ჩადენის დღესვე გაიქცა, მას გამოძიება ამ დრომდე ეძებს. საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე პირმა, მათ შორის - 53 წლის ივერი გოგბერაშვილმა, 19 წლის დავით რუსიშვილმა და 23 წლის ირაკლი აგლაძემ ცეცხლი გაუხსნეს 23 წლის ზურა ტარყაშვილს. გამოძიებით დადგენილია, რომ მკვლელობა აღნიშნული ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. ზურა ტარყაშვილს 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. საკონტროლო გასროლის შემდეგ დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს 1992 წელს დაბადებული დავით რუსიშვილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი „ჩეზეს" ტიპის პისტოლეტი. რუსიშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე წარსდგა. სახალხო მსაჯულებმა დამაძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და 21 წელი მიუსაჯეს. პოლიციამ მოგვიანებით კიევში დააკავა მკვლელობის ორგანიზატორი, დანაშაულის ჩადენის დროს ასევე პირობითი მსჯავრის მქონე, 1960 წელს დაბადებული ივერი გოგბერაშვილიც. ირაკლი აგლაძე კი, როგორც აღვნიშნეთ, ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები