0 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შიდა ქართლის გუბერნატორისა და კასპის გამგებლის შეხვედრები მოსახლეობასთან

ჩამოტვირთვა

პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში კასპის რამდენიმე სოფელს ესტუმრა და მოსახლეობას შეხვდა. სულხან სიბაშვილი თელიანის, ხოვლეს, ზემო ხანდაკისა და დოესის მაცხოვრებლებს პირადად გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. გუბერნატორთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს კასპის გამგებელი, კახაბერ ხაჩირაშვილიც დაესწრო. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მოქალაქეებს სოფლებში არსებული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარებას დაპირდნენ. სულხან სიბაშვილმა სოფელ თელიანში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებიც მოინახულა და მშენებლობის დეტალებს კასპის გამგებელთან ერთად გაეცნო. ზემო ხანდაკის მოსახლეობას კასპის გამგებელი და პრეზიდენტის რწმუნებული წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ. კახაბერ ხაჩირაშვილის თქმით, მომზადდება სპეციალური პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ, სოფელს წყლის პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდება. კასპის გამგებელმა ახალციხისა და ახალქალაქის მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინა. კახაბერ ხაჩირაშვილი ერთერთ ოჯახში პირადად მივიდა და ავადმყოფს დახმარებას დაპირდა. შიდა ქართლის რწმუნებული მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. სულხან სიბაშვილი ხალხის პრობლემებს პირადად გაეცნობა და სოფლებში მიმდინარე სამუშაოებსაც მოინახულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები