მსოფლიო
„საუკუნის ძარცვა“ და პირველი სასამართლო
2012-08-01 17:32:12
ჩამოტვირთვა
„საუკუნის ძარვცაში“ ბრალდებულის საქმის წინასწარი მოსმენა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. თურქეთის ქალაქ ორდუში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროსა და ვერცხლის ნივთების ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქეა დაკავებული: ვახტანგ ფურცელაძე, მერაბ ლაშქარეიშვილი და ვახტანგ ირემაძე. ეჭვმიტანილებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებმა მიწისქვეშა გვირაბი გვერდზე შენობის საპირფარეშოდან გათხარეს და სავაჭრო ცენტრში შეღწევა სწორედ ამ გზით სცადეს. როგორც თურქი სამართალდამცავები იუწყებოდნენ, შემთხვევის ადგილზე მათ დარჩათ სიგარეტის კოლოფი ქართული წარწერით, რის საფუძველზეც ივარაუდეს, რომ მძარცველები, შესაძლოა, ქართველები ყოფილიყვნენ.
მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ქართველმა სამართალდამცავებმა ქვეყნის საზღვართან სამი ბრალდებული დააკავეს. დანაშაული მხოლოდ ვახტანგ ირემაძემ აღიარა.
საქმის არსებითი განხილვა 2012 წლის 14 სექტემბერს გაიმართება. სწორედ არსებით განხილვაზე წარადგენს როგორც ბრალდება ასევე დაცვა საკუთარ არგუმენტებს. დღევანდელ პროცესს სამი ადვოკატი ესწრებოდა.
საუკუნის ძარცვად შეფასებულ მოვლენაში ბრალდებული სამი პიროვნება ამ დრომდე იძებნება.
თურქეთის კრიმინალურ ისტორიაში მომხდარი ყველაზე გახმაურებული ძარცვა 2012 წლის 5 მარტს ქალაქ ორდუში მოხდა. დამნაშავეებმა საიუველირო მაღაზიიდან დიდი ოდენობით ოქრო წაიღეს, დაახლოებით 6 კილოგრამი, სულ 1 მილიონი ლირის ღირებულების.
კომენტარები