0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პატინსონისა და სტიურტის უთანხმოება განშორების შემდეგაც გრძელდება

ჩამოტვირთვა

თვაილაითის ვარსკვლავები რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი შინაურ ცხოველებს ვერ იყოფენ. აღნისნული პრობლემის წინაშე ისინი დაშორების შემდეგ დადგნენ. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მსახიობების რომანი მას შემდეგ დასრულდა რაც კრისტენმა რობერტს უღალატა და საკუთარი დანაშაული საჯაროდ აღიარა. ღალატის აღიარების შემდეგ გოგონამ პატინსონს ბოდიში მოუხადა, მაგრამ რობერტმა მას სახლის დატოვება მოსთხოვა. ამჟამად მსახიობები მათ კუთვნილ ძაღლს ზედმეტსახელად დათუნიას ვერ იყოფენ, რომელიც რობერტმა დაიტოვა, რადგან მიაჩნია რომ ცხოველი მას რთული პერიოდის გადატანაში დაეხმარება, თუმცა ძაღლის მფლობელობაზე პრეტენზია აქვს კრისტენსაც, რის გამოც ყოფილ შეყვარებულებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. აღსანისნავია ისიც რომ რობერტსა და კრისტენს კიდევ ერთი საერთო შინაური ცხოველი კატა სახელად მაქსი ჰყავთ, მაგრამ მასზე პრეტენზიას არცერთი არ აცხადებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები