მსოფლიო
წლის ყველაზე პოპულარული სახელები
2012-08-01 16:59:25
ჩამოტვირთვა
მოქეიფე, სამძიმარა, თაგუნა, გარინჩა, ბუჩქი, ედემი, კეკლუცა. ეს იმ სახელების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც მშობლები შვილებს გასულ წარსულში არქმევდნენ, თუმცა დღეს სახელების შერჩევის ტენდენცია წინა წლებთან შედარებით მკვეთრად შეცვლილია. ახლა უკვე მშობლები შვილის სახელის შრჩევას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან. წლევანდელი მონაცემებით, მშობლები სახელების შერჩევისას, წმინდანების სახელებზე აკეთებენ აქცენტს.
წლის ყველაზე პოპულარული სახელები გიორგი და ნინოა. გიორგისა და ნინოს პოპულარობთ არ ჩამოუვარდება მარიამი და ნიკოლოზი, ასევე ლუკა და ბარბარე. სახელმწიფო სერვისების განვითერების სააგენტომ, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, პოპულარული სახელების, წლევანდელი სტატისტიკა გამოაქვეყნა.
სამშობიარო სახლების მიერ დასახელებული პოპულარული სახელები გოგონებში ელენე, მარიამი და ნინოა. ვაჟებში კი ლაზარე, გიორგი და ნიკოლოზი. სამშობიარო სახლებში ამბობენ, რომ ახალშობილებისთვის სახელების შერჩევა მშობელთა უმრავლესობისთვის კამათის საგანიც ყოფილა. ამიტომ, ორივე მხარე, რომ კმაყოფილი დარჩეს, ახალდაბადებულს ორ სახელს არქმევენ.
სოციოლოგთა ჯგუფმა ქალის ყველაზე იღბლიანი სახელები გამოაქვეყნა. სოციოლოგები ფიქრობენ, რომ ყველაზე იღბლიანები სახელ ელენეს მატარებელი ქალბატონები არიან.
ეს სახელი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით გასულ წლებში სარგებლობდა, თუმცა აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
კომენტარები