0 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რა გახდა 30 წლის მშობიარეს გარდაცვალების მიზეზი ?

ჩამოტვირთვა

რა გახდა 30 წლის ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი და რას პასუხობს გარდაცვლილის ოჯახს დავით გაგუას სამშობიარო სახლის ხელმძღვანელობა. გუშინ გვიან ღამით, გაგუას სამშობიარო სახლში 30 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ელმირა აბდულაევას დავით გაგუას სამშობიარო სახლში საკეისრო კვეთა 10 დღის წინ გაუკეთდა, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ქალბატონი მუცლის ღრუს ტკივილებს უჩიოდა, თუმცა დავით გაგუამ პაციენტი დამატებითი გამოკვლევის გარეშე ბინაზე გაწერა. როგორც აბდულაევას ოჯახი წევრები ჰყვებიან, გარდაცვლილს სახლში ტემპერატურამ აუწია და მუცლის ღრუში ტკივილებმა უმატა. ამ ნიშნების გამო, ოჯახის წევრებმა სტანციონარში დააბრუნეს. პაციენტს მწვავე სეფსისის დიაგნოზი დასუვეს და სასწრაფო ოპერაცია დანიშნეს. როგორც ექიმები ამბობენ, რეანიმაციული ჩარევის დროს, 30 წლის ქალბატონს შოკი დაემართა და გულმა მუშაობა შეწყვიტა. პაციენტის ოჯახის წევრები სამედიცინო პერსონალს არაპროფესიონალიზმში სდებენ ბრალს და უჩივიან. მათი განცხადებით, აბდულაევას, დაბალი წნევის მიუხედავად, საერთო ანესთეზია გაუკეთდა და ოპერაცია უკვე გარდაცვლილ პაციენტს ჩაუტარდა. ოჯახის ახლობლების განმარტებით, გარდაცვლილს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ოჯახის ახლობლების განმარტებით, დამატებით ეჭვს ისიც აჩენს, რომ მეორე ოპერაციისას აბდულაევას საშვილოსნო ამოკვეთეს მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე გარდაცვლილი იყო. თავად კლინიკაში პაციენტის გარდაცვალებასტან დაკავსირებით პირველი კომენტარი გუშინვე გაკეტა ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ ექიმებმა მათი მოტყუება სცადეს, რადგან უთხრეს, რომ მშობიარე სამშობიარო სახლში ინფექციებით იყო შესული. ახლობლები მიიჩნევენ, რომ ექიმებმა იცრუეს, რადგან ახალშობილი სრულიად ჯანმრთელია, არანაირი ინფექცია არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. გარდაცვლილისთვის ეს მესამე შვილია, მას უფროსი ვაჟი და ქალიშვილი ჰყავს. ამ დროისათვის, მიმდინარეობს გამოძიება. კლინიკაში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და გარდაცვლილის ნათესავები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები