მსოფლიო
აგვისტოში გიურზების შემოტევას ელოდებიან
2012-07-30 17:47:19
ჩამოტვირთვა
წლევანდელი ზაფხული უჩვეულო სიცხით გამოირჩევა. ქვეწარმავლები ისე მომრავლდნენ, რომ უკვე სახლებშიც კი შედიან, რის გამოც მოსახლეობა შეშფოთებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე გამოძეხებების რაოდენობამ იმატა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეწარმავლები ძირითადად ძველ სახლებსა და სადარბაზოებში შეინიშნება. მაშველებმა ბოლო გამოძახებისას, ფონიჭალაში, ერთ ერთი სახლის ეზოში ანკარა დაიჭირეს.
ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, საავადმყოფოში გადაყვანამდე, პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება სახლის პირობებში აღმოუჩინონ. მედიკოსების განმარტებით, ქვეწარმავლის მიერ დაკბენილთა სიცოცხლე ფატალური შედეგით არ დასრულებულა, რადგან მათ ექიმს დროულად მიმართეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახური ქვეწარმავლების მომრავლებას აგვისტოში ელის, განსაკუთრებით, კი გიურზების შემოტევას.
კომენტარები