მსოფლიო
რა მდგომარეობაში არიან სტამბულში მყოფი ქართველი მეზღვაურები?
2012-07-27 19:08:49
ჩამოტვირთვა
სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში, უმძიმეს პირობებში მყოფ მეზღვაურების საქმეში თურქეთში საქართველოს საკონსულო ჩაერთო. ქართველი დიპლომატები უკვე დაუკავშირდნენ გემთმფლობელ კომპანიასა და მეზღვაურებს. ისინი თურქ სამართალდამცავებთანაც თანამშრომლობენ. როგორც ცნობილია, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მეზღვაურებმა კუთვნილი გასამრჯელო დროულად მიიღონ და უმოკლეს პერიოდში შეძლონ საქართველოში დაბრუნება.
გაუსაძლის პირობებში მყოფი 6 ქართველი მეზღვაური უკვე რამდენიმე თვეა დახმარების მოლოდინშია, როგორც აცხადებენ ყველა მათგანი თავს შეუძლოდ გრძნობს, შემოელიათ საკვები და წყალი.
ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე გემ ,,გრანდ აილენდზე’’ იმყოფებიან. ისინი სამუშაოდ 8 თვის წინ წავიდნენ და სტამბულში, ეგრედწოდებული საშიში ტვითების სადგომზე გემთმფლობელი კომპანიისაგან უკვე 3 თვეა უყურადღებოდ არიან მიტოვებულნი.
გემი, რომელშიც ამჟამად ქართველი მეზღვაურები იმყოფებიან, ბერძნულ-ამერიკულ ფირმა "მეტმარის" ეკუთვნის და ის თურქებს არენდით ჰქონდათ აღებული. არენდის ვადის ამოწურვის შემდეგ, კი თურქმა მოიჯარეებმა ტანკერი ქართველ მეზღვაურებთან ერთად პორტში მიატოვეს.
უკვე რამდენიმე კვირაა მეზღვაურები გემის ბერძენ მფლობელს ელოდებიან, მაგრამ მათ დასახმარებლად "მეტმარის" წარმომადგენლები ამ დრომდე არ გამოჩენილან.
კომენტარები