მსოფლიო
ჩეკების გათამაშებაში 10 000 ლარი გათამაშდა
2012-07-27 15:53:46
ჩამოტვირთვა
ჩეკების გათამაშებაში 10000 ლარი კიდევ ერთხელ გათამაშდა. საპრიზო თანხის მფლობელი 26 წლის თამარ ამირიძეა. გამარჯვებულს დღეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა და ჩეკების გათამაშების წარმომადგენელმა მოგებული თანხა მიულოცეს და სიმბოლური 10000-იანი ჩეკიც გადასცეს.
შემოსავლების სამსახურმა ჩეკების გათამაშება 18 აპრილს დაიწყო. მომხმარებელს შეუძლია, ყოველდღიურად 10, 20, 50 ან 100 ლარი მოიგოს. თვეში 2-ჯერ 10000 ლარი გათამაშდება, ხოლო წელიწადში 4-ჯერ გათამაშდება 50000 ლარიანი ჩეკი. ჩეკების გათამაშება 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება და სულ 9 000 000 მოგება გაიცემა.
კომენტარები