0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ დავიცვათ თავი ნაადრევი მშობიარობისგან?

ჩამოტვირთვა

ნაადრევი მშობიარობა და მისი თანმდევი გართულებები, ეს ის პრობლემაა რომლის სიხშირეც 21-ე საუკუნის მიღწევებმაც კი ვერ შეამცირეს. საქართველოში ნაადრევი მშობიარობის შემთხვევათა 70% სპონტანურად ხდება, თუმცა ზოგჯერ ორსულის ან ნაყოფის გადასარჩენად, ექიმები ნაადრევ მშობიარობას, როგორც ერთადერთ გამოსავალს ისე მიმართავენ. სპეციალისტების განმარტებით, ნაადრევად დაბადებული ნაყოფის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ორსულობის ვადასა და ბავშვის წონაზე. იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი 32 კვირისაა მის სიცოცხლეს საფრთხე ნაკლებად ემუქრება, სხვა შემთხვევაში კი ახალშობილის სიცოცხლისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. აღსანიშნავია, რომ ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობა ნაადრევი მშობიარობის მიზეზზეც არის დამოკიდებული. ადრეული მშობიარობის თავიდან ასაცილებლად, გინეკოლოგები ორსულებს მოწევისთვის თავის დანებებას, მუდმივ კონსულტაციებსა და არარეკომენდირებული მედიკამენტების მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ადრეული ორსულობის თავიდან ასაცილებლად, კონკრეტული პრეპარატი ან მეთოდი მედიცინაში არ არსებობს. ნაადრევ მშობიარობაზე საუბრისას სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ახალშობილის მკურნალობისა და გამოკვლევის მეთოდები იმდენად დაიხვეწა, რომ ნაადრევი მშობიარობა ძველებურად ხშირი, მაგრამ ნაკლებად საშიში გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები