მსოფლიო
ცხელი ზაფხული და საშიში ინფექციები - რას გვირჩევენ ექიმები?
2012-07-26 18:14:09
ჩამოტვირთვა
11 წლის გიორგი ორი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა. ჩვენი სიუჟეტის გმირი დღეს უკვე სახლში მიდის, იმკურნალა და გაეწერა. ამბობს, რომ მოულოდნელად გულისრევა დაეწყო და თავი სუსტად იგრძნო, მშობლებმაც კლინიკაში წამოიყვანეს და აღმოჩნდა, რომ მას ინფექციური დაავადება ჰქონდა. სამწუხაროდ, პატარა გიორგი იშვიათი გამონაკლისი არ არის, ბავშვთა „ახალ კლინიკაში“ ზაფხულისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ინფექციური დაავადების დიაგნოზით ბევრი მცირეწლოვანი მკურნალობს.
ექიმები ამბობენ, რომ ძლიერი სიცხის დროს, ინფექციური დაავადებების გაჩენის ალბათობა იზრდება. გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ტემპერატურა – ეს ის სიმპტომებია, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც მოსახლეობამ დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართოს.
ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ექიმები ხელის სისტემატიურ ბანვას, ჰიგიენური პირობების მაქსიმალურ დაცვას, საკვები პროდუქტების – ხილისა და ბოსტნეულის გამდინარე წყალში საგულდაგულო გარეცხვასა და დიდი რაოდენობით, დღეში მინიმუმ ერთი ლიტრი სითხის აუცილებელ მიღებას გვირჩევენ. ასე, რომ თუ ექიმების რჩევებს გავითვალისწინებთ და დილის თერთმეტი საათიდან საღამოს რვამდე ხანგრძლივად მზეზე ყოფნას მოვერიდებით, ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე აღარ შეექმნება.
კომენტარები