0 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

6 ქართველი მეზღვაური შუა ზღვაში მიატოვეს

ჩამოტვირთვა

თურქეთში მყოფი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ. ტამბულთან ახლოს გემ გრანდ აილანდზე 6 ქართველი უკვე 8 თვეა იმყოფება. მათი მდგომარეობა სამი თვის წინ დამძიმდა, გავრცელებული ინფორმაციით მეზღვაურებს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, გემზე თითქმის გათავდა სასმელი წყალი, საკვები და მედიკამენტები. აღსანიშნავია ისიც რომ მეზღვაურებს კუთვნილი ხელფასიც კი არ აუღიათ. გრანდ აილენდი ბერძნული კომპანიის საკუთრებაა, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული თურქულ კომპანიას. იჯარის ვადების ამოწურვის შემდეგ თურქებმა ეკიპაჟი შუა ზრვაში მიატოვეს. მეზღვაურების დახმარებაზე უარი თქქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რადგან ხომალდზე ტვირთი არ არის. ქართველი მეზღვაურების ნაწილი გრანდ აილანდზე ბროკერ ლაურა ჩადუნელის დახმარებით მოხვდა. გრანდ აილენდზე მყოფი ქართველი მეზღვაურები თურქული კომპანიისგან კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ, რის შემდეგაც მათ საქართველოსი დაბრუნება სურთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები