0 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სააკაშვილმა სოფელ ცაიშის ინციდენტისას დაშავებული ქალი მოინახულა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ის ქალბატონი მოინახულა, რომელთან დაკავშირებითაც, სოფელ ცაიშში გუშინ ინციდენტი მოხდა. მიხეილ სააკაშვილს ზუგდიდისა და ხობის რაიონების სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი. სოციალურად დაუცველი როზა წყაბელია, რომელსაც პრეზიდენტთან პირად პრობლემებზე სურდა საუბარი, მიხეილ სააკაშვილის მისვლამდე რამდენიმე ახალგაზრდამ შეკრების ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. ქვეყნის პირველმა პირმა მასთან შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მომხდარის შესახებ შეიტყო. მიხეილ სააკაშვილი ქალბატონს იმ პრობლემების მოგვარებას დაპირდა, რომლებთან დაკავშირებითაც როზა წყაბელია მასთან შეხვედრას ითხოვდა. პირები, რომლებმაც როზა წყაბელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები