0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კიბოს საგანგაშო მაჩვენებელი - როგორ ვებრძოლოთ უკურნებელ სენს?

ჩამოტვირთვა

თქვენ ახლა კადრში სარძევე ჯირკვლის ქსოვილთა რენდგენულ კვლევას ანუ მამოგრაფიას ხედავთ. აი-ტი-ვის გადამღებ ჯგუფს გაუმართლა და უპრეცედენტო შემთხვევის გადაღება შეძლო. პაციენტმა ძუძუს სკრინინგის გადაღების უფლება დაგვრთო. ამბობს რომ მამოგრაფიას, ანუ ძუძუს სკრინინგს, პროფილაკტიკის მიზნით, სისტემატურად იტარებს. თბილისში, რამდენიმე წელია, რაც სიმსივნური დაავადებების დროული დიაგნოსტიკის მიზნით, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამა ხორციელდება, რომელიც სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგს ითვალისწინებს. და რაც მთავარია, ცენტრი ყველა აღნიშნულ პროცედურას სრულიად უფასოდ ახორციელებს. უკანასკნელ ხანს ქვეყნის ონკოლოგიური დაავადებების სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი სწორედ ავთვისებიან სიმსივნეს უჭირავს. რა მიზეზებითაა ეს გამოწვეული და როგორ უნდა მოხდეს მისი პროფილაქტიკა, ამ საკითხზე ონკოლოგი რემა ღვამიჩავა გვიამბობს. ონკოლოგი ყურადღებას მკერდის კიბოზე ამახვილებს, ამბობს, რომ ძუძუს კიბოს პროფილაკტიკისთვის დროული გათხოვება, დროული ორსულობა და მკერდის მუდმივი დიაგნოსტიკაა აუცილებელი. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში კიბოს 10 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. 2005 წელს ამ დაავადებით 7,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. თუ არ იქნება მიღებული გადამჭრელი ზომები, უახლოეს 10 წელიწადში ეს ონკოლოგიური დაავადება 84 მილიონ ადამიანს შეიწირავს. ჯანმრთელობა ძალიან ძვირი სიამოვნებაა და როცა სახელმწიფო დიაგნოსტიკის უფასო შანს გაძლევს ეს ნამედვიალად უნდა გამოიყენო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები