0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ცაიშში მოხუცი ქალის შეურაცხყოფისთვის 2 ადამიანი დააკავეს

ჩამოტვირთვა

24 ივლისს სოფელ ცაიშში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ვებ- გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 24 ივლისს ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სოფელ ცაიშში მცხოვრები ბაკურ მალიშავა და გია გუგუჩია. დაკავებულთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მოქალაქე როზა წყაბელიას მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებას. დაკავებულებმა მოსახლეობის შეკრების ადგილიდან წყაბელია ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მალიშავა და გუგუჩია დაკავებულები არიან პოლიციის მიერ და სასამართლომ მათ 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურიდან გაათავისუფლა ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი გელა ნარუშვილი, რომელიც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს, არ გაითვალისწინა კანონით მასზედ დაკისრებული მოვალეობა და არ აღკვეთა აღნიშნული ფაქტი, – აღნიშნულია უწყების ოფიციალურ განცხადებაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები