საზოგადოება
ტიმოშენკო, შესაძლოა, ციხიდან გააპარონ
2012-07-25 12:43:52
ჩამოტვირთვა
უკრაინული მედიის ცნობით, იულია ტიმოშენკოს მომხრეები ექს-პრემიერის ციხიდან გაქცევის ორგანიზებას აპირებენ.
უკრაინული გაზეთის "Сегодня"-ს ინფორმაციით, ექს-პრემიერის მომხრეების ტიმოშენკოს გაქცევის რამდენიმე სცენარს ამუშავებენ: მისი გატაცება საავადმყოფოდან, სადაც იგი ამჟამად მკურნალობს, გატაცება კოლონიიდან, სადაც იგი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება ან კოლონიისკენ მიმავალი გზიდან, ან სასამართლოდან.
გამოცემის წყაროს ცნობით, რომელიც სახელმწიფო პენიტენციალური სისტემის თანამშრომელია, გაქცევის ორგანიზატორებმა კონსულტაციები უკვე გაიარეს და ახლა ჩანაფიქრის განსახორციელებლად, საჭირო თანხას ეძებენ.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, გატაცების ერთ-ერთი სცენარი ვერტმფრენის გამოყენებას გულისხმობს. იმ ადგილთა შორის, სადაც ტიმოშენკოს გაყვანა იგეგმება, რუსეთი სახელდება, სადაც მას შეუძლია, პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოს.
უკრაინის პენიტენციალურ სისტემაში ტიმოშენკოს შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობენ.
კომენტარები