საზოგადოება
საზარელი შემთხვევა: 148 ემბრიონი ტყეში გადაყარეს
2012-07-25 12:41:56
ჩამოტვირთვა
სააგენტო Life News-მა საზარელი და შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა. რუსეთში, ეკატერინბურგთან ძალიან ახლოს, ტყეში 148 არდაბადებული ემბრიონი იპოვეს. ისინი უზარმაზარ პლასტმასის კასრებში იყო, თუმცა მათი ნაწილი ტყეში ეყარა. როგორც ჩანს, კასრები ტრანსპორტირებისას ტყეში გადაყარეს.
სხეულებს ჩამოყალიბებული ბავშვის ფორმა აქვთ, რაც იმას ადასტურებს, რომ აბორტები მაშინაა გაკეთებული, როცა ეს კანონით სასტიკად აკრძალულია. უცნაური ისაა, რომ ბავშვებს თან გვარებიც აწერიათ. ამჯერად პოლიცია ცდილობს დაადგინოს სად ინახებოდა ემბრიონები, ვინ და რატომ გადაყარა ისინი ტყეში.
კომენტარები