0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ავარია გორში - ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული

ჩამოტვირთვა

გორში მომხდარი ავარიის შედეგად 2 დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. 59 წლის ავთო ციცხვაია, რომელსაც ნეკნების მოტეხილობა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება, პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. რაც შეეხება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადმოყვანილ 32 წლის მამაკაცს, ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ავარია გუშინ სოფელ ახალშენთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს, რომელიც თბილისი-ქუთაისის რეისს ასრულებდა, საბურავი დაუზიანდა და გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ექვსი მგზავრი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვიც. ერთი ქალბატონი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები